Sunday, 16 November 2014


  2014 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის სსიპ 24 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი -,,საქართველოს ციხესიმაგრეები’’ .    განხორციელდა  2  საგნის  :  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება  და  ჩვენი საქართველო -ინტეგრირება.
ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს: ეკატერინე ნაროუშვილმა -ჩვენი საქართველო და ნატო დანგაძემ- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გაკვეთილის მიზანი იყო:
ამ მიზნების მისაღწევად    მასწავლებელების მიერ ერთობლივად შემუშავდა   ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა 
გაკვეთილი დაიწყო კლიპის ჩვენებით. ( იხილე  ამავე  გვერდზე )  მოსწავლეებმა გაიხსენეს  კულტურული მემკვიდრეობის  თავდაცვითი ნაგებობები-ციხესიმაგრეები, საკუთარი თვალით ნანახი  ისტორიული ძეგლები : სურამის, აწყურის, ახალციხის რაბათი და ასე შემდეგ . კლიპში ასევე ასახული იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე მათ მიერ ციხესიმაგრეების შესახებ ნამუშევრების შექმნის პროცესი..
კლიპის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოფენის სახით წაროადგინეს   წინა გაკვეთილზე შესრულებული ნამუშევრები, გამოხატეს საკუთარი შთაბაეჭდილებები ნანახი  ციხესიმაგერეების შესახებ,  შეაფასეს საკუთარი ნაშრომი და თანაკლასელის ნაშრომის შესახებ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება.
შემდეგ მოსწავლეებმა კომპიუტერებთან რამდენიმე წუთი დაუთმეს   მასწავლებლებთან (ეკა ნაროუშვილი -ჩვენი საქართველო , თამარ კვერნაძე -ისტის მასწავლებელი) ისტის გაკვეთილზე მომზადებულ  ელექტრონულ სავარჯიშოს.ელექტრონულ სავარჯიშოში  (იხილე აქ: საქართველოს ციხესიმაგრეები’’ ან   ამავე ბლოგის შესაბამის გვერდზე )  მოსწავლეებს მოთავსებული ჰქონდათ საკუთარი ნახტები , თავად მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტში მოძიებული მასალები ციხესიმაგრეების შესახებ . განსაკუთრებული მოწონება მასწავლებლების მხრიდან დაიმსახურა  მოსწავლეების მიერვე შედგენილმა  შეკითხვებმა. მოსწავლეების მიერ ელექტრონული სავარჯიშოს შესრულება ძალიან საინტერესო, სახალისო აღმოჩნდა მასწავლებლებისთვისაც.
 ელექტრონული სავარჯიშოს  დამთავრების  შემდეეგ მოსწაველეებმა წარმოადგინეს  Power Point პროგრამაში შესრულებული პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარმოადგინეს ჯგუფური გამოსვლით (4 ჯგუფი)
 პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო მათ მიერ შესრულებული ნახატი,მოპოვებული ფოტომასალები,საკუთარი ფოტოები, აქტუალური ისტორიული ინფორმაცია. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათი მოსაზრებები სადისკუსიო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ამ შემთხვევაში -ციხესიმაგრეების  შენარჩუნების საკითხს.  რესტავრაცია თუ რეკონსტრუქცია?--ეს პრობლემა კონკრეტულად მათე გეგუჩაძემ წამოაყენა ახალციხის რაბათთან დაკვშირებით. მათე ძალიან კარგად ხატავს,არის სამხატვრო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ,ძალიან აინტერესებს ისტორია  და მისმა მოსაზრებამ,რომელიც არგუმენტებით გაამყარა ჩვენი მოწონება,აღფრთოვანება გამოიწვია. მათეს აზრით:  არ შეიძლება ასეთი მნიშვნელობის ძეგლისთვის მისი პირვანდელი სახის დაკარგვა. ასეთი ძეგლი უნდა შენარჩუნდეს ,აღდგენილ იქნას  უდიდესი გულისხმიერებით,დაკვირვებით.  მისი საბოლოო სიტყვა იყო : ,,მასწავლებელო, მე ან ისტორიკოსი უნდა გამოვიდე , ან ხელოვნებათმცოდნე!’’
ყველა მოსწავლემ საოცარი მონდომებით, ინტერესით, სიხარულით წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი, რაც ჩვენთვის, პედაგოგებისათვის ძალიან სასიამოვნო , დასამახსოვრებელი იყო.
გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ  გაწეული სამუშაო  და დანარჩენი დრო დაეთმო შეფასებას.
მასწავლებლები გაკვეთილის მსვლელობის დროს წინასწარ საგნის მასწავლებლების მიერ შედგენილი სქემების მეშვეობთ ახდენდნენ  მოსწავლეთა შეფასებას. მოსწავლეებმაც შეავსეს თვითშეფასების და თანაშეფასების კითხვარები.
 გაკვეთილის დასასრულს დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ელისო ჩხიტუნიძემ  მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ასე  საინტერესოდ,საგულდაგულოდ მომზადებული ნამუშევრებისთვის. ქალბატონმა ელისომ აღნიშნა ,რომ  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამდიდრებული და ნოვატორული მეთოდებით მომზადებული ინტეგრირებული  გაკვეთილი ძალიან საინტერსოდ  წარიმართა  და საგნის მასწავლებლების გაწეული შრომა, ,პროფესიონალიზმი  აისახა გაკვეთილის შედეგებზე.
ისტ-ის მასწავლებელმა თამარ კვერნაძემ  საგანგებოდ გაუსვა ხაზი მოსწავლეებში მოტივაციის მაღალ დონეს, ციფრული ტექნოლოგიებისადმი მათ განსაკუთებულ ინტერესს და მადლობა გადაუხადა  მათ გამოვლენილი  სიბეჯითისთვის.
ნატო დანგაძე:
ეკატერინე ნაროუშვილი:



ვიდეო.პირველი ნაწილი